3 დაღუპული და 172 დაშავებული - ძლიერი ტორნადო კუბაში
- მსოფლიო
- 28.01.2019
- 13:27
კუბის დედაქალაქ ჰავანას თავს ტორნადო დაატყდა, სტიქიის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 3 და დაშავდა 170 ადამიანი. ამის შესახებ სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ მიგელ დიას-კანელმა განაცხადა.
„მიყენებულია სერიოზული ზიანი. ამ მომენტისთვის ვგლოვობთ სამ გარდაცვლილს და ვზრუნავთ 172 დაშავებულზე“, - დაწერა კუბის ლიდერმა Twitter-ში.
მისი თქმით, ყველაზე მეტად რეგლას რაიონი დაზარალდა. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.