png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გიორგი ქადაგიძე ბანკ "რესპუბლიკაში" ელექტრონული ხელმოწერის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

  • ეკონომიკა
  • 11.12.2015
  • 14:06
გიორგი ქადაგიძე ბანკ "რესპუბლიკაში" ელექტრონული ხელმოწერის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო
11 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ბანკ "რესპუბლიკის" სათავო ოფისში ელექტრონული ხელმოწერის პროექტის დანერგვას დაესწრო და ამ ბანკში პირველი ელექტრონული ხელმოწერა განახორციელა.

"რესპუბლიკა" მეორე კომერციული ბანკია საქართველოში, რომელიც ეროვნული ბანკის ამ ინიციატივას შეუერთდა. ელექტრონული ხელმოწერის თანამედროვე სისტემის დანერგვით ბანკი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს თავის კლიენტებს გარკვეულ საბანკო ოპერაციებზე ხელმოწერა არა ქაღალდზე, არამედ ელექტრონულად განახორციელონ.

აღსანიშნავია, რომ ბანკი "რესპუბლიკა" პირველია, რომელიც ქართულ საბანკო სივრცეში თავის მომხმარებელს ელექტრონულ ხელმოწერას სხვა საბანკო ოპერაციებთან ერთად, საკრედიტო ხელშეკრულებაზე შესთავაზებს.

ბანკის მიზანია, ახლო მომავალში ელექტრონული ხელმოწერა სხვა საბანკო პროდუქტებსა და სერვისებზეც გაავრცელოს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კლიენტთა მომსახურების ხარისხს და ხელს შეუწყობს საბანკო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას.

"პირველყოვლისა მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ქაღალდის ოპერაციების გაუქმება და ასე ვთქვათ "ჭკვიან პედზე" ხელმოწერა, ეს ამარტივებს მთლიანად ბიზნეს პროცესს, რომელსაც აქვს სამი ძირითადი უპირატესობა. პირველი, ახალი ბიზნეს პროცესები მნიშვნელოვნად ამცირებს ტრანზაქციულ ხარჯებს, რაც საბოლოო ჯამში აისახება სხვადასხვა მომსახურების საკომისიოების შემცირებაში. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ იმ რეგიონებში, სადაც მცირე მოსახლეობის გამო არ არის საბანკო ფილიალები, შესაძლებელია საბანკო სერვისების მიწოდება ფილიალის გარეშე, რაც გაზრდის ხელმისაწვდომობას საბანკო სერვისებზე რეგიონებში და ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მანამდე მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომსახურებით სარგებლობდნენ შეეძლებათ საბანკო სერვისების მიღება, და ბოლოს, რა თქმა უნდა, ეს შეამცირებს მომსახურების დროს კლიენტისთვის, რაც ასევე კომფორტულია მათთვის. ამიტომ ეს ახალი ბიზნეს პროცესი და ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა მივულოცო ბანკ "რესპუბლიკას" და მის ყველა თანამშრომელს ამ პროექტის განხორციელება და აღვნიშნო, რომ დღვანდელი დღე ელექტრონული ხელმოწერის პროექტის განითარებისთვის კიდევ ერთი წინგადაგდმული ნაბიჯია", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge