ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა (ფოტოკოლაჟი)
- მსოფლიო
- 29.01.2019
- 11:43
ბრაზილიაში, მინას-ჟერაისის შტატში კაშხლის გარღვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა. დაკარგულად 279 ადამიანია მიჩნეული. ამის შესახებ Globo ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.
იდენტიფიცირებულია 31 გარდაცვლილი.
ბრუმადინიუს მუნიციპალიტეტში კაშხლის გარღვევა გაუსლ პარასკევს მოხდა. წყლისა და ტალახის ნაკადი კომპანია Vale-ს შენობასა და საცხოვრებელ სახლებში შევარდა. სამაშველო სამუშაოებს, შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს.











