ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ 65 წლის კაცს დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა
- სამართალი
- 29.01.2019
- 14:03
დავით აღმაშენებლის ხეივანში მსუბუქი ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ 65 წლის კაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა თბილისში გუშინ მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ავტომობილის მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა. მიმდინარეობს ექსპერტიზა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200