primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
23 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

კორუფციას ვერასოდეს გამორიცხავ - მაია ცქიტიშვილი

  • პოლიტიკა
  • 30.01.2019
  • 13:29
კორუფციას ვერასოდეს გამორიცხავ - მაია ცქიტიშვილი

კორუფციას ვერასოდეს გამორიცხავ – ვერც სახელმწიფო და ხშირ შემთხვევაში, ვერც კერძო სტრუქტურებში, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI)-ის კვლევის შედეგებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

ცქიტიშვილმა  NDI-ის კვლევების სანდოობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისურვებდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის  კვლევებს საქართველოში სანდოობის მეტი ხარისხი ჰქონოდა.

მისი თქმით, კორუფციის დონე საქართველოში ბევრი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერაა შეფასებული და ამ მიმართულებით, ქვეყანას შეშფოთებისა და ნერვიულობის საფუძველი არ აქვს.

„დიდ სინანულს გამოვთქვამ, რომ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევებს, სამწუხაროდ, საქართველოში არ აქვს დიდი ნდობა, რომელიც შესაძლოა ჰქონოდა, კვლევის საველე სამუშაოებს უფრო მიუკერძოებელი ორგანიზაცია რომ ატარებდეს“, - თქვა ცქიტიშვილმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ არაერთი ღონისძიება განახორციელა არა მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლის, არამედ მისი პრევენციის მიზნით.

„საერთოდ, კორუფციას ვერასოდეს გამორიცხავ – ვერც სახელმწიფო სექტორში და ხშირ შემთხვევაში - კერძო სტრუქტურებში“, – განაცხადა მინისტრმა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის( NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ საქართველოში კორუფცია ძალიან გავრცელებულია. 34%-ის აზრით, საშუალოდ, ხოლო 21% ამბობს, რომ ქვეყანაში კორუფცია საერთოდ არ არის.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. საველე სამუშაოები 2018 წლის 6-20 დეკემბერს, CRRC-მ ჩაატარა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.1%-ია. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge