ფილიპინებში მეჩეთში მომხდარ აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 30.01.2019
- 16:10
სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა ფილიპინების ქალაქ ზამბოანგის მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად.
პოლიციის ცნობით, უცნობმა პირმა მეჩეთში ბომბი იმ დროს შეაგდო, როდესაც იქ მუსულმანი სასულიერო ლიდერები შედიოდნენ. დაჭრილები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია.
მანამდე, 27 იანვარს ფილიპინებში, ქალაქ ხოლოში კათოლიკურ ტაძართან ტერაქტი მოხდა. ბოლო მონაცემებით დაიღუპა 20 და დაიჭრა 111 ადამიანი. აფეთქებაზე პასუხიმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.