primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
23 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

ბესელია ხიდებს არ წვავს და პირდაპირ არ უნდა, შეასკდეს ივანიშვილს - ალეკო ელისაშვილი

  • პოლიტიკა
  • 30.01.2019
  • 17:00
ბესელია ხიდებს არ წვავს და პირდაპირ არ უნდა, შეასკდეს ივანიშვილს - ალეკო ელისაშვილი

ბესელია ხიდებს არ წვავს და პირდაპირ არ უნდა, შეასკდეს ივანიშვილს, თორემ ბესელიამაც ძაან კარგად იცის, რომ არც არის გამორიცხული, რომ ამ ხელისუფლების ჩაწერილი იყოს, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში პოლიტიკოსმა ალექსანდრე ელისაშვილმა.

მისი თქმით, ასეთი კადრების მფლობელი არის უშიშროება, რომელიც ექვემდებარება ხელისუფლებას.

„წინა ხელისუფლების დროს ექვემდებარებოდა "ნაციონალებს", ახლა ექვემდებარება სუს-ი ქართულ ოცნებას. არავის სხვას მსგავსი არქივი არ აქვს. არავის სხვას მსგავს არქივზე ხელი არ მიუწვდება. შესაბამისად, მაშინაც მოიტყუა ხელისუფლებამ,  ღარიბაშვილმა რაღაც უნიჭო სპექტაკლი რომ დადგა, რომ ვითომ რაღაც შრედერის აპარატში გაანადგურა... რა თქმა უნდა, მათთვის საყურადღებო მასალები დაიტოვეს, როგორც ჩანს, და ახლებიც დაამატეს ამ 7 წლის განმავლობაში. ახლა ხედავენ, რომ მოდით, ვთქვათ და პირდაპირ ვიტყვი, რომ დიდი ოხერი და შებერტყილია ბესელია. ძალიან მოხერხებული პოლიტიკოსია. ახლა რამდენად მისაღები პოლიტიკოსია ეგ სხვა ამბავია ჩემთვის, მაგრამ 10 თავით უფრო ჭკვიანია, 10 თავით მაღლა დგას, თბილისურად ვიტყვი, მარიფეებზე, კობახიძეებზე და მდინარაძეებზე და დანარჩენ სხვებზე. ჯერ ერთი, რამდენი ხანი ვიცოდით, რომ ბესელიას გაგდება უნდოდათ ოცნებიდან. ბესელია გაიტრუნა, გაიტრუნა და, მოსამართლეების თემა როგორც კი შევიდა პარლამენტში, აი, ეს თემა აიფარა და მოდი და თქვი ახლა, რომ რახან ბესელია გულზე არ მეხატება, ამიტომ ის მოსამართლეები უზენაესის მოსამართლეები უნდა გახდნენ? არა, ხო? ამიტომ, ბესელიამ მშვენიერი აბჯარი იშოვა, ძალიან მოხერხებულია და შემდეგ, აი, ახლა ეს კადრები, რომლებიც მის წინააღმდეგ გავრცელდა. თანადგომისთვისაც კი განმაწყო ბესელიასადმი, ისეთებს შვრება ეს ხელისუფლება უკვე“, - განაცხადა ელისაშვილმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge