primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა რეგიონი ვითარდებოდეს თანაბრად - მამუკა ბახტაძე

  • ეკონომიკა
  • 31.01.2019
  • 12:46
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა რეგიონი ვითარდებოდეს თანაბრად - მამუკა ბახტაძე

"ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა რეგიონი ვითარდებოდეს თანაბრად და მნიშვნელოვანია ის, რომ ინფრასტრუქტურა და სერვისებზე წვდომა ყველა რეგიონში იყოს მინიმუმ იმ ხარისხის და იმ დონის, როგორიც ჩვენ გვაქვს სხვა დიდ ქალაქებში", განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის 2019 წლის პროექტების პრეზენტაციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

მამუკა ბახტაძის განმარტებით, პოლიტიკური გუნდისთვის რეგიონული განვითარება ყოველთვის გახლდათ განსაკუთრებული პრიორიტეტი და ეს ყველაზე კარგად აისახება ბიუჯეტის ციფრებში და პარამეტრებში.

"2012 წელთან შედარებით, ჩვენ ფაქტობრივად, გავასამმაგეთ ბიუჯეტი ამ მიმართულებით, ხოლო შარშანდელთან შედარებით ჩვენ 20 პროცენტით გავზარდეთ 2019 წლის ბიუჯეტი ჩვენი რეგიონებისთვის, მათი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და 2019 წელს ის შეადგენს დაახლოებით ორ მილიარდ ლარს. 

ნებისმიერი დამატებითი ინვესტიცია ჩვენს რეგიონულ ინფრასტრუქტურაში დამატებით სიცოცხლეს ჩვენი რეგიონებისთვის, ნიშნავს დამატებით შესაძლებლობებს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანა გახლავთ ინკლუზიური ზრდა, ისეთი ტიპის ზრდა, რომელიც შეეხება ჩვენს ყველა მოქალაქეს. ეს მიიღწევა მხოლოდ სწორი და თანაბარი რეგიონული განვითარებით.

ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და გაორმაგებულია განათლების ინფრასტრუქტურის ინვესტიციები 2019 წლის ბიუჯეტში. რამდენიმე ათეული ახალი სკოლა აშენდება 2019 წელს საქართველოს ყველა კუთხეში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ რეფორმის, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ განათლების სისტემაში. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები, როგორიც არის წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება, ბევრი ქალაქისა თუ სოფლისთვის ახალი გზების მშენებლობა და ა.შ", განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ ევროკომისიის მიერ დამტკიცებულ ახალი ტრანსევროპული სატრანსპორტო სისტემის განვითარების პროგრამებზეც გაამახვილა ყურადღება  და  განმარტა, რომ ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, 

"ეს ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლებში ჩვენ, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად შევძლებთ განვავითაროთ საქართველოში ჩვენი ინფრასტრუქტურა. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო კიდევ უფრო უკეთესად იქნება ინტეგრირებული ევროპულ სატრანსპორტო სისტემებთან.

ინფრასტრუქტურული განვითარება საქართველოში, როგორც 2019 წელს, ისევე როგორც მომდევნო წლებში, იქნება ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტი. ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩვენ 2022 წლის ჩათვლით შევძლოთ დავასრულოთ საქართველოში ყველა ძირითადი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი. რა თქმა უნდა, ისიც ძალიან კარგად გვესმის, რომ პროექტები თავისი საინჟინრო გადაწყვეტილებებით ხდება უფრო და უფრო რთული და კომპლექსური. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს დონორებს, პარტნიორებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იმ სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ცდილობენ, რომ პროექტები ხარისხიანად და შესაბამის ვადებში დაასრულონ. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქალბატონ მაიას, მის გუნდს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ყველა თანამშრომელს. 2018 წელი იყო წარმატებული და დარწმუნებული ვარ, 2019 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული საქართველოსთვის. ეს იქნება წელი, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპები არის ძალიან მაღალი. აქცენტები, რომელიც ჩვენ ჩავდეთ 2019 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, სრულად პასუხობს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და იმ გამოწვევებს, რომელიც გვაქვს ჩვენ ქართულ ეკონომიკაში. კიდევ ერთხელ მსურს, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge