ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე სახლში, სადაც 7 ადამიანი გარდაიცვალა, გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული
- საზოგადოება
- 31.01.2019
- 14:22
თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა, ღიაკამერიანი, აკრძალული გამათბობელი იყო დამონტაჟებული. ამის შესახებ „ყაზტრანსგაზ თბილისში“ განაცხადეს.
გავრცელებული ცნობით, გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული, რომელიც ცოტა ხნის წინ „ყაზტრანსგაზმა“ ჩაჭრა, მაგრამ გამათბობელი თვითნებურად დააერთეს.
შემთხვევა საცხოვრებელ კორპუსში, მეშვიდე სართულზე მოხდა. გარდაცვლილთა შორის ორი მამა-შვილია. გარდაცვლილებს ბინა ნაქირავები ჰქონდათ. ისინი მეზობლების მშენებლობაზე მუშაობდნენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200