ევროკავშირი თანახმაა ბრიტანელებისთვის უვიზო რეჟიმი შენარჩუნდეს „მკაცრი“ Brexit-ის პირობებშიც
- მსოფლიო
- 01.02.2019
- 16:33
ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო გადაადგილების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ბრიტანეთი ევროკავშირს Brexit-ის შესახებ შეთანხმების გარეშე დატოვებს. ამის შესახებ ტელეარხი Sky News-ი იწუყება.
ელჩების წინადადების თანახმად, ბრიტანეთის მოქალაქეს შეეძლება ევროკავშირის ტერიტორიაზე ყოველ 6 თვეში 90 დღე დაჰყოს.
აღნიშნული გადაწყვეტილება გაეგზავნება ევროპარლამენტს, რომელმაც უკვე მიიღო კანონპროექტი, რომელიც ბრიტანელებს ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევს „მკაცრი“ Brexit-ის პირობებშიც.