png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საპენსიო ფონდის კაპიტალიზაცია იმდაგვარად უნდა მოხდეს, რომ ინფლაცია მასზე ნეგატიურად არ აისახოს - ბახტაძე

  • ეკონომიკა
  • 04.02.2019
  • 11:24
საპენსიო ფონდის კაპიტალიზაცია იმდაგვარად უნდა მოხდეს, რომ ინფლაცია მასზე ნეგატიურად არ აისახოს - ბახტაძე

თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ წარმატებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყანას, რომელსაც არ აქვს საპენსიო საპენსიო ფონდები, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ნორმალური სოციალური უზრუნველყოფის დონის შენარჩუნება საპენსიო ფონდების გარეშე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფეისბუქ-ლაივში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ერთადერთი წარმატებული და აპრობირებილი მეთოდი სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე გრძელვადიანი კონსულტაციები გაიმართა ყველა წამყვან მსოფლიო ექსპერტთან, იმისათვის, რომ გათვალისწინებული ყოფილიყოი რომ ქართული რეალობა, ის პრობლემები, რაც ქვეყანას აქვს ეკონომიკაში და ჩამოყალიბებულიყო ისეთი მოდელი, რომელიც იქნებოდა მინიმალური ტვირთი ყველასთვის.

„მე ღრმად მწამს, რომ ეს რეფორმა აუცილებლად იქნება წარმატებული, თუმცაღა, თუ ჩვენ სხვა ქვეყნების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ვნახავთ, რომ იქაც პროცესის განმავლობაში რეფორმა უფრო იხვეწებოდა. ფაქტი არის ერთი: საპენსიო ფონდის გარეშე ადეკვატური სოციალური დაცვის უზრუნველყოფა არის წარმოუდგენელი, შესაბამისად, ჩვენც უნდა ავირჩიოთ ეს გზა. საუბარი იმაზე, რომ საქართველოს არ სჭირდება საპენსიო ფონდი და ისე შეუძლია მომავალში უზრუნველყოს სოციალური დაცულობის მაღალი ხარისხი, ეს ჩემი შეფასებით იაფფასიანი პოპულიზმია. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ფონდი უფრო ეფექტური, კარგად მართული, რისკები დაზღვეული. დიახ, რისკები დაზღვეულია და შეფასებული. ის უზრუნველყოფს იმას, რომ ფონდის კაპიტალიზაცია, ზრდა მოხდეს იმდაგვარად, რომ ინფლაცია მასზე ნეგატიურად არ აისახოს. ის იყოს ინვესტირებული მაქსიმალურად დაცულ ფასიან ქაღალდებში, ისეთ პროექტებში, რონმელიც იქნება ფაქტობრივად ურისკო კომერციული თვალსაზრისით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge