5 დაღუპული, 2 დაშავებული - კალიფორნიაში თვითმფრინავი სახლს დაეცა
- მსოფლიო
- 04.02.2019
- 11:57
კალიფორნიის შტატში ორძრავიანი თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა. ინცდიენტის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი.
Cessna 414A-ს მოდელის თვითმფრინავი ორინჯის ოლქის აეროპორტიდან აფრინდა და ქალაქ იორბ-ლინდში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს დაეცა. შემთხვევის შედეგად ხანძარი გაჩნდა. თვითმხილველთა თქმით თვითმფრინავს ცეცხლი ჰაერში გაუჩნდა და ნაწილ-ნაწილ დაიშალა.
ბორტზე მხოლოდ ერთი პილოტი იმყოფებოდა, რომელიც შემთხევევის შეედგად დაიღუპა. ასევე დაიღუპა სახლში მყოფი ოთხი ადამიანი. კიდევ ორი მძიმედ დაშავდა.