61-ე საჯარო სკოლაში, უფროსკლასელებს შორის დაპირისპირება მოხდა
- საზოგადოება
- 04.02.2019
- 12:04
თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში, მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ინციდენტი სასწავლო პროცესის დროს, გაკვეთილზე, ორ მე-11 კლასელს შორის მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით მანდატურმა პოლიციას აცნობა. შესაბამისად, ადგილზე მობილიზებულია როგორც საპატრულო ეკიპაჟი, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური.
შს-ის ინფორმაციით, ინციდენტი ამ დროისთვის ამოწურულია და სამართალდამცველები ვითარებაში ერკვევიან.
არსებული ინფორმაციით, მოსწავლეებს სერიოზული დაზიანებები არ აქვთ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200