4 წლის ბიჭმა ორსულ დედას პისტოლეტიდან სახეში ესროლა
- მსოფლიო
- 04.02.2019
- 17:27
აშშ-ში, სიეტლში ოთხი წლის ბიჭმა სახლში დატენილი პისტოლეტი იპოვა და ორსულ დედას სახეში შემთხვევით ესროლა. ქალი გადარჩა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ გამოცემა Seattle Times-ი წერს.
გაზეთის ცნობით, სახლში იმყოფებოდა ბავშვის მამაც. ბიჭმა დატენილი პისტოლეტი საწოლის ქვეშ იპოვა და დედას ესროლა.
ქალი საავადმყოფოში სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით შეიყვანეს. ექიმების თქმით, მოგვიანებით მისი მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა.