პარიზში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 7 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 05.02.2019
- 10:25
პარიზში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა შვიდი და დაშავდა 28 ადამიანი. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
ცეცხლი რვასართულიან შენობას მოედო. შემთხვევის ადგილზე 200 მეხანძრე იმყოფება. მეზობლად მდებარე სახლებიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.