ავღანეთში თალიბების თავდასხმის შედეგად უსაფრთხოების ძალების 28 თანამშრომელი დაიღუპა
- მსოფლიო
- 05.02.2019
- 10:34
ავღანეთში თალიბების თავდასხმას უსაფრთხოების ძალების 28 წარმომადგენელი ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო „პაჟვაკი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.
რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ მებრძოლები ძალოვანებს თავს კუნდუზის პროვინციაში დაესხნენ. მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.