მაკედონია ნატო-ს 30-ე წევრი ხდება
- მსოფლიო
- 06.02.2019
- 15:45
ნატო-ს წვერი ქვეყნების წარმომადგენლებამ და მაკედონიამ ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში ხელი მოაწერეს პროტოკოლს ორგანიზაციაში მაკედონიის გაწევრიანების შესახებ.
პროტოკოლი რატიფიკაციისათვის ალიანსის წევრ ქვეყნებს გადაეცემა, რის შემდეგაც მის რატიფიცირებას მაკედონიაც მოახდენს. მოსალოდნელია, რომ ეს პროცედურა წელსვე დასრულდება და მაკედონია ნატო-ს 30-ე წევრი ოფიციალურად გახდება ლონდონში დეკემბერში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე. ალიანსი წელს 70 წლისთავს აღნიშნავს.