primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
23 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

კორუფცია მისაღებ გამოცდებზე შეიძლება დაბრუნდეს, ისევე, როგორც დაბრუნდა სახელმწიფო მმართველობის სხვა სფეროებში - კახა ლომაია

  • პოლიტიკა
  • 07.02.2019
  • 09:53
კორუფცია მისაღებ გამოცდებზე შეიძლება დაბრუნდეს, ისევე, როგორც დაბრუნდა სახელმწიფო მმართველობის სხვა სფეროებში - კახა ლომაია

განათლების ყოფილი მინისტრი კახა ლომაია განათლების რეფორმას ფეისბუკით ეხმიანება და აქვეყნებს მოსაზრებას, სათაურით - ავაზაკები ხიდის თავში"

"2000-იანი წლების დასაწყისში ჩატარებული ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევების თანახმად, საქართველოში ყოველწლიურად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მისაღებ გამოცდებზე აღებული ქრთამი 10 მილიონ დოლარს აღემატებოდა და უნივერსიტეტებში "თავისით“, ანუ ფულისა და ნაცნობობის გარეშე, აბიტურიენტთა 20%-ზე ნაკლები ირიცხებოდა. ჩვენ ყველას გვახსოვს, როდის დასრულდა უნივერსიტეტებში ქრთამითა და ჩალიჩით მოწყობის თითქმის ორმოცწლიანი ტრადიცია. ეს 2005 წლის ზაფხულში მოხდა, როდესაც პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდა. მაშინ, ჩვენმა საზოგადოებამ, თავისი ისტორიის ეს სამარცხვინო ფურცელი გადაფურცლა. საყოველთაო აღიარებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები, როგორც განათლების რეფორმის შემადგენელი ნაწილი, “ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი გახდა. ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე, მეამაყება იმ გუნდის ლიდერობა, რომელმაც ამ პროექტს ხორცი შეასხა. დღეს, ჩვენი საზოგადოების ამ საერთო მონაპოვარს საფრთხე ემუქრება - კორუფცია მისაღებ გამოცდებზე შეიძლება დაბრუნდეს. ისევე, როგორც ის დაბრუნდა სახელწმიფო მმართველობის სხვა მრავალ სფეროში.

მეტაფორულად, გამოცდები წარმომედგინა, როგორც ორ ქალაქს შორის ჩამომავალ მდინარეზე გადებული ხიდი. ვისაც ერთი ქალაქიდან (სკოლა) მეორეში (უნივერსიტეტი) გადასვლა უნდოდა, ხიდის თავში დაბანაკებული ავაზაკებისთვის ქრთამი უნდა მიეცა. გადაიხდი - გაივლი, ვერ გადაიხდი და დაიჩაგრები. მაშინ, ჩვენ ეს ავაზაკები გავყარეთ, ხიდი შევაკეთეთ, გავანათეთ და გადასვლის ყველა მსურველითვის ცოდნაზე დაფუძნებული, თანაბარი და სამართლიანი პირობები შევქმენით. დღემდე, ასიათასობით ახალგაზრდამ გაიარა ეს ხიდი, საკუთარი პასუხისმგებლობით, სიბეჯითითა და ცოდნით.

ჩვენ იმთავითვე კარგად გვესმოდა, რომ ხიდის მოწესრიგება, რეფორმის ერთი ნაწილი იყო. ეროვნული სასწავლო გეგმა, მასწავლებელთა მოტივაცია და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა, სკოლების მართვა და თვითმმართველობა, და ფიზიკური გარემოს გაუმჯობესება შეადგენდნენ სხვა კომპონენტებს. ყველა ამ მიმართულებით გადაიდგა ნაბიჯები, 2004-2007 წლებში ყველაზე ენერგიულად, შემდგომი 1-2 წელი, ომის გათვალისწინებით, მეტ-ნაკლებად.

მერე, როგორც ხდება ხოლმე, ახალ საქმეს მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. პირველი ილუზია იყო, მეორე შური. ერთიანი ეროვნული გამოცდების ფენომენალურმა წარმატებამ, ზოგიერთს იმის ილუზია შეუქმნა, რომ განათლების ხარისხის ამაღლება მხოლოდ გამოცდებით იყო შესაძლებელი, რასაც მოჰყვა: "აქ ეს გამოცდა დავამატოთ, იქ ეს გამოვაკლოთ, და ყველაფერი მოსეწრიგდება“. განათლების ხარისხის გაუმჯობესების მარტივი, სწრაფი და იაფი რეცეპტები მართალია მიმზიდველია, თუმცა როგორც საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, წარმატება კომპლექსურ, გრძელვადიან და ფინანსურად უზრუნველყოფილ სტრატეგიებს მოაქვს. სამწუხაროდ, 2010 წლიდან ხელისუფლების პრიორიტეტები შეიცვალა. რეფორმა დაამუხრუჭეს, მისი ზოგიერთი კომპონენტი გააუქმეს, ზოგიერთს მიმართულება დიამეტრულად შეუცვალეს, მაგრამ ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა გადარჩა.

რაც შეეხება, მეორე მოწინააღმდეგეს, შურს, სამართლიანობისთვის შეიძლება ითქვას, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებს მოშურნეები არც ნაციონალური მოძრაობის დროს აკლდა. 2012 წლის შემდეგ კი, ბრძოლა ამ სისტემის წინააღმდეგ, უკვე პოლიტიკური ანგარიშსწორების და “ნაციონალური მემკვიდრეობის გადმონაშთებთან” ბრძოლის განუყოფელი ნაწილი გახდა. როგორ ვხედავთ, აქაც ნაცად ხერხს იყენებენ - შემოაგდე თემა, მოსინჯე საზოგადოების რეაქცია და შესაბამისად იმოქმედე. ბოლო ინიციატივები, ამ პოლიტიკის გაგრძელებად შეგვიძლია განვიხილოთ.

იმ ორ, მეტაფორულ ქალაქში ცხოვრების დონე არ გაუმჯობესებულა. ხიდის თავთან, ისევ ავაზაკები შეუნიშნავთ.

ნუ დავაბრუნებთ ავაზაკებს ხიდთან!”, - წერს ლომაია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge