სტამბოლში სახლის ჩამონგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
- მსოფლიო
- 07.02.2019
- 10:27
სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა სტამბოლში რვასართულიანი სახლის ჩამონგრევის შედეგად.
შემთხვევა ქართალის რაიონში მოხდა. ადგილზე მაშველები მუშაობენ. სახლში 43 ადამიანი ცხოვრობდა.
სამაშველო ოპერაციაში სხვადასხვა უწყების 500-მდე თანამშრომელი მონაწილეობს. პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. სახლის დანგრევის ერთ-ერთ მიზეზად შენობაზე სამი სართულის უკანონოდ დაშენება სახელდება.