უკრაინის რადამ ნატო-სა და ევროკავშირში მისწრაფების კურსი კონსტიტუციით განამტკიცა
- მსოფლიო
- 07.02.2019
- 14:49
უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა კონსტიტუციაში ცვლილებები, რომლითაც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კურსი განამტკიცა.
ამ გადაწყვეტილებას მხარი 334-მა პარლამენტარმა დაუჭირა.
კანონს ხელი პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უნდა მოაწეროს. დოკუმენტი ძალაში გამოქვეყნებიდან მეორე დღეს შევა.
კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ წინადადება პოროშენკომ წარადგინა.