png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

2018 წელს “საქართველოს ფოსტის” აქტივის ღირებულებამ 85 მლნ ლარი შეადგინა

  • ეკონომიკა
  • 08.02.2019
  • 11:57
2018 წელს “საქართველოს ფოსტის” აქტივის ღირებულებამ 85 მლნ ლარი შეადგინა

საქართველოს ფოსტისთვის 2018 წელი მეტად მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც გატარდა მრავალი რეფორმა, დაინერგა ახალი პროდუქტები და განხორციელდა წარმატებული პროექტები, რის შედეგადაც კომპანიამ წელი მნიშვნელოვანი ზრდით დაასრულა, აღნიშნულის შესახებ განცხადებას „საქართველოს ფოსტაში“ აკეთებენ.

კომპანიის მენეჯმენტი განმარტავს, რო  2018 წელს კომპანიის აქტივის ღირებულება გაიზარდა 12 მილიონი ლარით და 85 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო წლიური ბრუნვა 90 მილიონი ლარიდან 103 მილიონ ლარამდე გაიზარდა. კომპანიას ზრდა ჰქონდა როგორც კორპორატიული, ასევე საცალო გაყიდვების მიმართულებით. საქართველოს ფოსტა 2018 წელს მოემსახურა 300 000-მდე საცალო მომხმარებელს და 1 000-მდე კორპორატიული კლიენტს.

„ასევე აღსანიშნავია საქართველოს ფოსტის  ხარისხობრივი მაჩვენებლების ზრდა საერთაშორისო გზავნილების მიმართულებით. ამ კუთხით საერთაშორისო შეფასების სისტემის მიხედვით, კომპანიამ ყველა კომპონენტში (ინფორმაციის გაცვლა, გზავნილის ჩაბარება და ა.შ.) როგორც ამანათის, ასევე EMS გზავნილების კატეგორიაში გადააჭარბა 98%-იან ნიშნულს. რაც შეეხება რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებს 2018 წლის „Prime“-ის რეიტინგის მიხედვით, საქართველოს ფოსტა ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ხუთეულში შევიდა და გაასწრო მსოფლიოს ბევრ წამყვან საფოსტო ადმინისტრაციას. ასევე აუდიტორიული კომპანია PWC-ის 2018 წლის სამი კვარტლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ფოსტამ მსოფლიო რეიტინგში მეორე, ხოლო ევროპის მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა. „ტექნოლოგიურად განვითარებული, მომხმარებელზე ორიენტირებული, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორი“ - ასე აფასებენ საქართველოს ფოსტას მსოფლიო საფოსტო კავშირის ხელმძღვანელები და მსოფლიოს წამყვანი საფოსტო ოპერატორები“, აღნიშნავს „საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge