ბრაზილიაში საფეხბურთო საწვრთნელ ბაზაზე გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 08.02.2019
- 16:34
ბრაზილიის საფეხბურთო კლუბის „ფლამენგოს“ საწვრთნელ ბაზაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.
ხანძარი რიო-დე-ჟანეიროში 8 თებერვალს დილით გაჩნდა. შენობაში, სადაც ცეცხლი გაჩნდა 14-დან 17-წლამდე ასაკის ფეხბურთელები იმყოფებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 10 ადამიანი, სამი დაშავდა. ერთ-ერთი სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ყველა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვლილთა შორის ახალგაზრდა ფეხბურთელებიც არიან.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ დაუდგენელია.