primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
23 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

სასამართლოსთან დაკავშირებით, პოზიცია სუბიექტური ინტერესების გარეშე უნდა ჩამოყალიბდეს - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 11.02.2019
  • 11:49
სასამართლოსთან დაკავშირებით, პოზიცია სუბიექტური ინტერესების გარეშე უნდა ჩამოყალიბდეს - ირაკლი კობახიძე

 „ჩვენ უნდა ჩავიხედოთ სიღრმეში, რას გამოიწვევს ამ კანონპროექტის ამოქმედება სასამართლოს სისტემაში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ 9 დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

„დღეს, მაგალითად, იცით, რომ 300 მოსამართლეა დაახლოებით სასამართლო სისტემაში და ამ პირობებშიც უჭირს სასამართლოს მუშაობა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც იკვეთება მართლმსაჯულებაში, მდგომარეობას იმაში, რომ საქმეების განხილვას სჭირდება დიდი დრო, იმიტომ, რომ მოსამართლეთა რაოდენობა არის საკმაოდ მცირე. ვნახოთ, რას გამოიწვევს ეს კანონპროექტი, მისი მიღების შემთხვევაში თუ იმდენად შემცირდება მოსამართლეთა რაოდენობა, რომ საერთოდ შეუძლებელი გახდება სასამართლოს ფუნქციონირება, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, რთული იქნება მისი მხარდაჭერა. ყველაფერს  ვნახავთ, განვიხილავთ. ავწონ-დავწონით და ამის საფუძველზე, კოლეგებთან ერთად, მივიღებთ, ბუნებრივია, გადაწყვეტილებას”- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ  აღნიშნული კანონპროექტი და მისი ინიციატორი დეპუტატები გუნდის დაყოფის საფუძველი არ არის.  პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით პოზიცია სუბიექტური ინტერესების გარეშე უნდა ჩამოყალიბდეს. მისივე თქმით, სამუშაო პროცესი რამდენიმე თვის მანძილზე გაგრძელდება და იგი  ჯანსაღი და სტრუქტურირებული იქნება.

„სასამართლოსთან დაკავშირებით, უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი პოზიცია, რომელიც ესაჭიროება ქვეყანას და ეს პოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს სუბიექტური ინტერესების გარეშე. ეს არის მთავარი. ამაზე ვიმუშავებთ მომდევნო თვეების განმავლობაშიც. როგორც  მოგეხსენებათ, ჯერ გვაქვს მისაღები კანონი. ამ კანონის მიღებას დასჭირდება მინიმუმ ერთი თვე და შეიძლება ორი თვეც. ამის შემდეგ, თვითონ ამ კანონპროექტიდან გამომდინარე, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, თვითონ კანდიდატების წარდგენას და განხილვას და მათ არჩევას დასჭირდება დაახლოებით ორი თვე. ანუ საუბარია, ოთხ თვიან პროცესზე, ძალიან ჯანსაღ სტრუქტურირებულ პროცესზე და ამ პროცესს ყველა ერთად უნდა დავაკვირდეთ. ამ პროცესის მონაწილე უნდა იყოს თითოეული ჩვენგანი. ყველაფერი იქნება ისე, როგორც სჭირდება ქვეყნას. ჩვენი მთავარი ამოცანა არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და ამ პრინციპით თუ ვიმოქმედებთ თითოეული ჩვენგანი, ამ შემთხვევაში არავითარი პრობლემა არ შეიქმნება”,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge