ბრაზილიაში ცნობილი ჟურნალისტი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა
- მსოფლიო
- 12.02.2019
- 09:56
ბრაზილიაში ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი რიკარდო ბოეხატი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა ქალაქ სან-პაულუში მოხდა.
ტელეარხ Globo-ს ცნობით, 66 წლის ჟურნალისტი მცირე ზომის ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა. ვერტმფრენი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ავტომაგისტარლზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ბოეხტთან ერთად დაიღუპა პილოტიც.
ბოეხატი იყო გადაცემების Jornal da Band-ს ადა BandNews FM-ის წამყვანი, ასევე მუშაობდა ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებში.