სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდება
- პოლიტიკა
- 12.02.2019
- 13:06
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტისას საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდება.
პრეზიდენტის პარიზში ვიზიტი 17-დან 19 თებერვლამდე გასტანს, ხოლო ბერლინში - 19-დან 21 თებერვლამდე.
პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით, მთავრობამ შესაბამისი განკარგულება სამუშაო ვიზიტზე თანხმობის მიცემის შესახებ უკვე გამოსცა.
განკარგულების თანახმად, პრეზიდენტის ვიზიტი ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების საკითხს უკავშირდება