მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაძირული ლეგენდარული ავიამზიდი „ჰორნეტი“ ოკეანის ფსკერზე იპოვეს (ფოტო)
- მსოფლიო
- 14.02.2019
- 13:43
მკვლევარებმა ოკეანის ფსკერზე მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაძირული ამერიკული სამხედრო ავიამზიდი „ჰორნეტი“ აღმოაჩინეს.
ავიამზიდი 5 კმ-ის სიღრმეში სოლომონის კუნძულების სიახლოვეს იპოვეს. ღრმაწყლოვანმა უპილოტო აპარატმა გემის ფოტოსურათები გადაიღო. ფოტოებზე ჩანს გემის გვერდით თვითმფრინავი, რომელიც ხომალდის ჩაძირვის დროს გემბანზე იმყოფებოდა.
„ჰორნეტი“Microsoft-ის თანადამფუძნებლის პოლ ელენის გემმა „პეტრელმა“ აღმოაჩინა.
„ჰორნეტი“ სანტა-კრუსის კუნძულთან იაპონელების მასირებული დაბომბვის შედეგად, 1942 წლის ოქტომბერში დაიღუპა.
