ირანი მსოფლიო სტაბილურობისა და მშვიდობისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს - მაიკ პენსი
- მსოფლიო
- 14.02.2019
- 17:26
ირანი მსოფლიო სტაბილურობისა და მშვიდობისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს, ის მსოფლიოში პირველი სახელმწიფოა, რომელიც ტერორიზმის მხარდამჭერია. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ვარშავაში ახლო აღმოსავლეთის საკითხისამდი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა.
„ამ კონფერენციის ფარგლებში რეგიონის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ახლო აღმოსავლეთში ირანის ისლამური რესპუბლიკა საფრთხეს წარმოადგენს“, -აღნიშნა პენსმა აშშ-სა და პოლონეთის მიერ ორგანიზებეულ კონფერენციაზე.
მისი თქმით, ირანი მსოფლიოში ტერორიზმის მთავარი სპონსორი სახელმწიფოა.
ვარშავაში კონფერენცია 13-14 თებერვალს მიმდინარეობს.