png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თბილისის მერია „ახალი მზიურის" მხარდასაჭერად

  • საზოგადოება
  • 12.12.2015
  • 13:50
თბილისის მერია „ახალი მზიურის" მხარდასაჭერად

თბილისის მერია მხარს უჭერს პროექტს - „ახალი მზიური", რომელიც ორგანიზაცია „მზიანის" ინიციატივით დაიწყო. სწორედ ამიტომ თბილისის მერიამ მზიურში მდებარე ამფითეატრი და კაფის შენობა ორგანიზაცია „მზიანს" სარგებლობის უფლებით გადასცა.

დღეს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა, კარლო ლაფერაძემ მზიურის პარკში „მზიანის“ დამფუძნებელს, ფოტოგრაფ ანა გოგუაძეს სარგებლობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა გადასცეს.

მერიის წარმომადგენლების განცხადებით, თბილისის მერია კაფის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებასაც უზრუნველყოფს.

პროექტი „ახალი მზიური“ - ითვალისწინებს მზიურის ტერიტორიაზე სოციალური კაფის და ამფითეატრის ამოქმედებას.

პროექტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მოეწყობა პანდუსები და მოაჯირები. უსინათლოთათვის გაკეთდება სანიშნეები, მენიუსა და საინფორმაციო ბუკლეტებზე გამოყენებული იქნება ბრაილის შრიფტი. სმენის არ მქონე პირთათვის გაკეთდება სპეციალური ნიშნები.

რაც შეეხება ამფითეატრს, იგი საერთო სარგებლობის ობიექტად დარჩება და ორგანიზაცია „მზიანს“ ეძლევა უფლება ინვესტორის დახმარებით, ჩაატაროს მასზე სარემონტო სამუშაოები. გარემონტებულ ამფითეატრში მოეწყობა კინოჩვენებები, კონცერტები, სპექტაკლები. სეზონის მიხედვით გაიმართება შემეცნებითი ღონისძიებები. პროექტის ფარგლებში „მზიური“ ახალ სიცოცხლეს შეიძენს და მისი ტერიტორია ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

„ახალი მზიურის" იდეა „მზის ფესტივალის" დამაარსებელსა და ორგანიზატორს, ფოტოგრაფ ანა გოგუაძეს ეკუთვნის, სწორედ მან მომართა მერიას განცხადებით და მზიურში არსებული კაფისა და ამფითეატრის უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემა ითხოვა.

თბილისის მერიამ ვერეს ხეობისა და პარკი მზიურის მიმდებარე ტერიტორიის სარეკრეაციო ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო, ტერიტორიაზე ტყე-პარკის, საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსის, ველოტრასებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება.

გასული საუკუნის 1970-იანი წლების მიწურულს პრესაში გამოქვეყნდა ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის სტატია „ოცნებას კაცი არ მოუკლავს“. სტატიაში მწერალი მდინარე ვერეს ხეობაში ბავშვთა ქალაქის მშენებლობაზე ოცნებობდა. პარკის პროექტზე არქიტექტორთა მთელი ჯგუფი მუშაობდა. პარკი 1982  წელს გაიხსნა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge