png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

როდესაც თბილისში გაიმართება გეი აღლუმი, იქ დამთავრდება საქართველოს ისტორია - სანდრო ბრეგაძე ლგბტქ პრაიდს ემუქრება

  • საზოგადოება
  • 20.02.2019
  • 10:03
როდესაც თბილისში გაიმართება გეი აღლუმი, იქ დამთავრდება საქართველოს ისტორია - სანდრო ბრეგაძე ლგბტქ პრაიდს ემუქრება

"ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე, თბილისში, 18-23 იანვარს დაგეგმილ ლგბტქ პრაიდს ეხმიანება და აცხადებს, რომ არ დაუშვებს ამ ღონისძიების ჩატარებას. ბრეგაძის თქმით, ეს არის "გაუგონარი ტიპის პროვოკაცია, რომელიც მზადდება ქართველი ერის წინააღდეგ" და მხარდამჭერებს მოუწოდებს, არ დაუშვან თბილისში ლგბტქ პრაიდის ჩატარება.

"ეს არის გაუგონარი ტიპის პროვოკაცია, რომელიც მზადდება ქართველი ერის წინააღმდეგ... მათ გონიათ რომ ქართული მარში დაიშალა, ქართული მარში სახლში წავიდა და წინააღმდეგობის გამწევი არავინ არ არის...მაშინ როდესაც თბილისში, ცენტრალურ გამზირზე გაიმართება გეი აღლუმი, აი, იქ დამთავრდება თანამედროვე ქართული საზოგადოება, იქ დამთავრდება საქართველოს ისტორია, იქ დამთავრდება ქართველი ერი, იქ გავხდებით ყველას დასაცინები და იქ დამთავრდება მომავალი, რომელიც ჩვენს შვილებს ეკუთვნის", - აცხადებს სანდრო ბრეგაძე ფეისბუკ ლაივში.

სანდრო ბრეგაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და აცხადებს, რომ ის და მისი თანამებრძოლები სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ, როგორც პრაიდის მონაწილეების, ასევე იმ სპეცრაზმელების წინააღმდეგ, რომლებიც პრაიდის დაცვას შეეცდებიან.

"მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრ გახარიას. თუ უნდა სპეცრაზმთან ერთად წამოიყვანოს მამათმავლები და მათთან ერთად შეგვებრძოლოს ჩვენ. არავისი არ გვეშინია. სისხლის ბოლო წვეთამდე შეგებრძოლებით. ბოლომდე დაგიდგებით. ჩვენთვის იქნებით, ისეთივე დამპყრობლები, როგორიც იყო მე-11 არმია, როგორიც იყო ჯალალედინი, როგორიც იყო მურვან ყრუ, როგორიც იყო შაჰ-აბასი და როგორიც იყო აღა-მაჰმად-ხანი ხანი და სხვა მტრები, მოღალატეები. ისევე მოგეპყრობით როგორც ეპყრობოდნენ ჩვენი წინაპრები მოღალატეებს. არ გვეშინია  არც თქვენი ნიღბიანების და არც თქვენი სპეცრაზმის", - აცხადებს ბრეგაძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, 18-23 ივნისს ლგბტქ პრაიდი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისი პრაიდის ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა. პრაიდის ორგანიზატორების თქმით, თბილისი პრაიდის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძება გაიმართება. პრაიდის კვირეულს კი ღირსების მარში დაასრულებს, რომლის ფორმა არ იქნება საზეიმო და კარნავალური, რადგან, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, საქართველოში დღეს ქვიარებს არ ეზეიმებათ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge