მარსელის ცენტრში მამაკაცმა 4 ადამიანი დანით დაჭრა
- მსოფლიო
- 20.02.2019
- 12:25
საფრანგეთის ქალაქ მარსელში მამაკაცმა ოთხი ადამიანი დანით დაჭრა. შემთხვევა ქალაქის ისტორიულ რაიონში მოხდა.
გაზეთ Le Figaro-ს ცნობით, დამნაშავე თავდასხმამდე გამვლელებს მათი ეროვნების შესახებ ეკითხებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დევნის დროს თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა, ის ადგილზე გარდაიცვალა.
მამაკაცის ვინაობა და დანაშაულის მოტივები დგინდება.