თურქეთში გიულენის ორგანიზაციასთან კავშირისთვის 295 ადამიანი დააკავეს
- მსოფლიო
- 22.02.2019
- 12:29
თურქეთის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია FETO-სთან კავშირისთვის 295 ადამიანი დააკავა.
თურქული მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის მაღალი თანამდებობის სამხედრო პირებიც არიან. პროკურტურის განცხადებით, დაკავებულები ტაქსოფონებითა და სახლის ტელეფონებით FETO-ს წევრებს ეკონტაქტებოდნენ.
თურქეთის ხელისუფლება გიულენს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს, რომელიც 2016 წლის 16 ივლისს მოხდა.
გიულენი აშშ-ში ცხოვრობს. ის გადატრიალების მცდელობასთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარუყოფს.