მოლდოვას საპარლამენტო არჩევნებში პრორუსული პარტია ლიდერობს
- მსოფლიო
- 25.02.2019
- 10:29
მოლდოვას საპარლამენტო არჩევნებში პრორუსული სოციალისტური პარტია ხმათა 31,75 პროცენტით ლიდერობს. ამ დროისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოქმების 95 პროცენტი დათვალა.
ბლოკმა ACUM-მა ხმების 25,26 პროცენტი მოაგროვა, მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ - 24,48 პროცენტი, „შორმა“ – 8,55%.
ჯერჯერობით არცერთ პარტიას არ ყოფნის ხმების აუცილებელი რაოდენობა, რათა დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს საპარლამენტო უმრავლესობა. ამასთან, სოცილისტებმა და ბლოკმა ACUM-მა მანამდე განაცხადეს, რომ არანაირ კოალიციაში გაერთიანებას არ აპირებენ.
მოლდოვას საპარლამენტო არჩევნები 24 თებერვალს გაიმართა.