შვედეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ბრალდებული დააკავეს
- მსოფლიო
- 27.02.2019
- 12:23
შვედეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ბრალდებული დააკავეს. ამის შესახებ უსაფრთხოების პოლიცია SÄPO -ში განაცხადეს.
უწყების ცნობით, დაკავებული რუსეთის სპეცსამსახურებმა გადაიბირეს, რომლებიც დიპლომატიური საფარველის ქვეშ მუშაობდნენ.
დაკავება სტოკჰოლმის ცენტრში მოხდა.
დაკავებული მაღალი ტექნოლოგიების სეფროში მუშაობდა. სხვა დეტალები უცნობია.