png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ბულგარეთის დედაქალაქში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

  • საზოგადოება
  • 27.02.2019
  • 13:27
ბულგარეთის დედაქალაქში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ქართულმა ღვინომ სოფიაში დიდი მოწონება დაიმსახურა. ბულგარეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თამარ ლილუაშვილის ინიციატივით, Seewines Gallery-ში ქართული ღვინის დეგუსტაცია მოეწყო, სადაც რამდენიმე სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი.

როგორც თამარ ლილუაშვილი განმარტავს, ბულგარეთში ღვინოზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და ბაზარიც ამ მხრივ საკმაოდ მრავალფეროვანია. თუმცა მიუხედავად ამისა, ქართულმა ღვინომ მათ მოლოდინს გადააჭარბა.

საელჩოს ინიციატივით ბულგარეთში ძირითადად საოჯახო მარნებში დამზადებული, 2-3 წლიანი დაძველების ღვინოების დეგუსტაცია მოეწყო.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ბულგარეთში ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია მოვახდინო. ქართული პროდუქციის ექსპორტი უნდა გაიზარდოს და ამ მხრივ, ჩემს როლს ბულგარეში ქართული ნაწარმის პოპულარიზაციაში ვხედავ. პროექტის ფარგლებში ვგეგმავ, რომ ბულგარელებს ეტაპობრივად გავაცნო ის პროდუქცია, რაც ქვეყანაში იწარმოება, რათა მათ კარგად ნახოს რისი რესურსი და პერსპექტივა აქვს ჩვენს ქვეყანას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში წარმოების დაწყებით ბულგარელი ბიზნესმენებიც დავაინტერესო, მით უმეტეს, რომ საქართველო ბიზნესის დაწყების სიმარტივის მხრივ ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა“, აცხადებს ბულგარეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი.

აღსანიშნავია, რომ საელჩოს ინიციატივით სოფიაში საქართველოში წარმოებული ლუდის დეგუსტაცია უკვე მოხდა, სამომავლოდ კი სოფიაში ქართულ ჩაისაც დააგემოვნებენ და შეაფასებენ.

აღსანიშნავია, რომ სოფიაში გამართულ ქართული ღვინის დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე ქართული ღვინო, მათ შორის: 2017 წლის სოლიკოური ნახშირღელე - "ნიკოლაძეების მარანი", 2016 წლის ქისი – „დების მარანი“, 2015 წლის რქაწითელი - „არჩილის მარანი“, 2016 წლის მწვანე - „დორემი“, 2016 წლის გაუფილტრავი საფერავი, 2016 წლის საფერავი ბუდეშურისებრი - „ოქროს ღვინო“.

როგორც ბულგარეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თამარ ლილუაშვილი აცხადებს, ეს ის ღვინოებია, რომლებიც ბულგარეთში ღვინის სახლებში უკვე იყიდება, რომლებიც ძირითადად გაუფილტრავი ღვინოების რეალიზაციაზე არიან სპეციალიზებულნი.  

"გეტყვით, რომ ქართულმა ბიო ღვინოებმა ისეთი მოწონება დაიმსახურეს, რომ მაისში ღვინის სახლების სომელიე საქართველოში ჩამოდის, რომ ადგილზეა გაეცნოს საოჯახო მარნების მფლობელებს, ადგილზე დააგემოვნოს ქართული ღვინოები და შეისწავლოს გემოები, რათა სამომავლოდ ბულგარეთში ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდოს და ის უფრო მეტ სავაჭრო ობიექტში იყოს წარმოდგენილი", აცხადებს თამარ ლილუაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge