primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

საბავშვო ბაღებისთვის ცხენის ხორცის მიმწოდებელი დააკავეს

  • სამართალი
  • 28.02.2019
  • 15:06
საბავშვო ბაღებისთვის ცხენის ხორცის მიმწოდებელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხმარებლის მოტყუების, ყალბი საანგარიშსწორებო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს - ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელს, ააიპ სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებასთან გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2018 წლის განმავლობაში გაერთიანებაში შემავალი ბაგა-ბაღებისთვის საქონლის ხორცი უნდა მიეწოდებინა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ვალდებული იყო საქონლის ხორცის შეტანისას წარედგინა დამკვეთისათვის მიწოდებული საკვები პროდუქტის ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი. ნაცვლად ამისა, ბრალდებული დანაშაულებრივი განზრახვით, აყალბებდა ხორცის ვეტერინალურ მოწმობებს ე.წ. ფორმა #2-ებს და გაყალბებული დოკუმენტაციით ახდენდა ბაღებში საქონლის ხორცის შეტანას. გამოძიებით დადგინდა, რომ  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ნაცვლად საქონლის ხორცისა, ნაწილობრივ შეტანილ იქნა  ცხენის ხორციც.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე, 210-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge