primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

შეუძლია თუ არა ქართულ ღვინოს გადაიბიროს მსოფლიო ღვინის მომხმარებლები? - ბი ბი სი

  • საზოგადოება
  • 28.02.2019
  • 15:10
შეუძლია თუ არა ქართულ ღვინოს გადაიბიროს მსოფლიო ღვინის მომხმარებლები? - ბი ბი სი

„შეუძლია თუ არა ქართულ ღვინოს გადაიბიროს მსოფლიო ღვინის მომხმარებლები“ - სტატიას ამ სათაურით მსოფლიოში ცნობილი გამოცემა ბი-ბი-სი დღეს აქვეყნებს.

სტატიაში საუბარია, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა, სადაც ღვინის წარმოება 8 ათასი წლის უკან დაიწყეს და სადაც უნიკალური ღვინოები იწარმოება. ავტორი ეწვია ქართული ღვინის მწარმოებელ რამდენიმე კომპანიას, სადაც 2-ათასტონიანი ქვევრებიდან ღვინოც დააგემოვნა. „საუკუნეების მანძილზე მეღვინეობა ქართული ეკონომიკის უმთავრესი შემადგენელი იყო, ხოლო ღვინის ექსპორტის დიდი ნაწილი რუსეთში მიემართებოდა“, - აღნიშნულია სტატიაში. ავტორი მიუთითებს, რომ 2006 წლის რუსული ემბარგოს შემდეგ, საქართველომ ახალი პარტნიორების ძებნა დაიწყო და ამჟამად ქართული ღვინის ექსპორტი მსოფლიოს 55 ქვეყანაში ხორციელდება.  „2013 წელს რუსეთში ექსპორტის განახლების შემდეგ, რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში 62%-მდე შემცირდა“ - ნათქვამია ბი-ბი-სის სტატიაში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერობის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ჩოლობარგიას განცხადებით, სააგენტოს ძირითადი აქცენტები მიმართულია ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრებისკენ. “ჩვენ არ ვართ დიდი სახელმწიფო, ჩვენი წარმოების მაქსიმალური მოცულობა წლიურად 300 მილიონ ბოთლს შეადგენს, რაც ავსტრალიის ერთი დიდი ღვინის საწარმოს პროდუქციის ტოლია. ჩვენ კონკურენციას ვერ გავუწევთ საფრანგეთს, ესპანეთს, ჩილეს და სამხრეთ აფრიკას (სიდიდით), თუმცა ის, რისი შეთავაზებაც ჩვენ შეგვიძლია, არის უნიკალურობა, ჩვენი ყურძნის ჯიშები და ქვევრის ღვინო - ჩვენი ისტორიაა. ახლა ჩვენი სტრატეგიული ძალისხმევა მიმართულია დასავლეთისა და აზიისკენ და ზოგადად, საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციისკენ” - აღნიშნავს ირაკლი ჩოლობარგია.

სტატიაში ასევე მოყვანილია ამერიკელი ღვინის მაგისტრის ლიზა გრანიკის შეფასებები, რომელიც აცხადებს, რომ დასავლეთში სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს სურს დააგემოვნოს და გაიცნოს უძველესი და გამორჩეული ქართული ღვინოები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე  - ირმა ინაშვილი
  • 19:09
ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე - ირმა ინაშვილი
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:07
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
  • 18:40
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
  • 11:41
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge