კიევში იმართება მსვლელობა პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით
- მსოფლიო
- 28.02.2019
- 15:25
უკრაინის დედაქალაქ კიევის ცენტრში იმართება ხალხმრავალი მარში პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით.
აქციის მონაწილეები კრეშატიკის მოედნიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ გადაადგილდებიან. მათ მიაქვთ ტრანსპარანტები წარწერებით: „იმპიჩმენტი პრეზიდენტს“, „კანდიდატები ბევრნი არიან, მაროდიორი ერთია“, „უკრაინის გამარჯვება - იმპიჩმენტი პოროშენკოს“.