primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულები მხოლოდ ელექტრონულ პირადობის მოწმობას მიიღებენ

  • საზოგადოება
  • 28.02.2019
  • 16:14
პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულები მხოლოდ ელექტრონულ პირადობის მოწმობას მიიღებენ

იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში ცვლილებების შედეგად, მსჯავრდებულებზე ქაღალდის  ე.წ. ლამინირებული მოწმობების ნაცვლად, ამიერიდან მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულები მხოლოდ ელექტრონულ პირადობის მოწმობას მიიღებენ, რადგან პენიტენციურ დაწესებულებებში ქაღალდის ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები აღარ გაიცემა. ბრალდებულები და მსჯავრდებულები ელექტრონულ პირადობის მოწმობებს  (ID) უფასოდ მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ დღემდე გამონაკლისის სახით ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირებზე ქაღალდის ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობის გაცემა. იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, 2019 წლის 19 თებერვლიდან აღნიშნული გამონაკლისი გაუქმდა. ამასთან, შემოღებულ იქნა წესი, რომლის თანახმადაც, პირადობის ელექტრონულ (ID) მოწმობებს ბრალდებულები და მსჯავრდებულები უფასოდ მიიღებენ. ისინი ერთჯერადად გათავისუფლდებიან პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად საჭირო მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან. იუსტიციის მინისტრის აღნიშნული ინიციატივა უვადოა და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება.

პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულები და მსჯავრდებულები საფასურისგან გათავისუფლდებიან:

ü  თუ პირველად იღებენ ან პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისას თან არ აღმოაჩნდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა;

ü  თუ მათ სახელზე გაცემული პირადობის ელექტრონული მოწმობა გაუქმებულია ან არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირის მომართვის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი 7 სამუშაო დღის განმავლობაში მივა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში და პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად აუცილებელ ყველა პროცედურას ადგილზე გაივლის.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მონაცემით, პირადობის დამადასტურებელ თანამედროვე და სანდო დოკუმენტს  უკვე ფლობს საქართველოს 2 850 000-ზე მეტი მოქალაქე.

იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში განხორციელებული ზემოაღნიშნული ცვლილების შემდეგ, ქაღალდის პირადობის მოწმობის გაცემის შემდეგი საგამონაკლისო შემთხვევები რჩება ძალაში:

ა) პირს მძიმე ავადმყოფობის გამო ნების გამოხატვა არ შეუძლია და მას არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით);

ბ) სერვისების განვითარების სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მაგ.: მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის;

გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში - ასევე მშობელი/მშვილებელი);

დ) პირი, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით, იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და მას არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში - ასევე მშობელი/მშვილებელი). 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე  - ირმა ინაშვილი
  • 19:09
ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე - ირმა ინაშვილი
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:07
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
  • 18:40
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
  • 11:41
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge