შვედეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის კიდევ ერთი პირი დააკავეს
- მსოფლიო
- 28.02.2019
- 16:31
შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა Dagens Nyheter-ი იუწყება.
პროკურატურის თანახმად, დაკავებული რუსეთის სასარგებლოდ ცნობებს 2018 წლის 10 აპრილიდან 30 სექტემბრამდე აგროვებდა.
მანამდე პოლიციამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ერთი ადამიანი დააკავა. მისი თავისუფლების აღკევთის ღონისძიებაზე სასამართლო 1 მარტს იმსჯელებს.