primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

საფრანგეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქართული კრიმინალური დაჯგუფების 4 წევრი დააკავეს

  • სამართალი
  • 01.03.2019
  • 14:12
საფრანგეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქართული კრიმინალური დაჯგუფების 4 წევრი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევროპელ კოლეგებთან ერთად საფრანგეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქართული კრიმინალური დაჯგუფების 4 წევრი დააკავა. ამის შესახებ 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზებული 
დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, ევროპის ქვეყნებში 
წარგზავნილი პოლიციის ატაშეების მეშვეობით, კვლავ აქტიურად განაგრძობს 
თანამშრომლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, 
ინტერპოლთან და ევროპოლთან.

საფრანგეთის ჟანდარმერიისა და ქართველი სამართალდამცველების 
ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, ქართველი პოლიციელების აქტიური ჩართულობითა 
და უშუალო მონაწილეობით, მიმდინარე წლის 13 თებერვალს საფრანგეთის ქალაქ 
რეიმსსა და მის შემოგარენში ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც 
საფრანგეთში მოქმედი ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი 
დააკავეს. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

დაკავებულები არიან: 1989 წელს დაბადებული ჯ.შ., 1992 წელს დაბადებული 
თ.გ., 1983 წელს დაბადებული თ.ხ. და 1987 წელს დაბადებული, „ქურდული 
სამყაროს“ წევრი - ბ.ჩ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ქურდავდნენ მაღაზიებსა 
და კომერციულ ცენტრებს. ისინი წინასწარ არჩევდნენ გასაქურდ ობიექტს, 
მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს, შემდეგ კი აღნიშნული 
ობიექტებიდან სხვადასხვა ნივთს იპარავდნენ. დადგენილია, რომ დაკავებულები 
ქურდობის 17 ფაქტში ფიგურირებენ.

სამართალდამცველებმა საფრანგეთში, ბრალდებულების საცხოვრებელი ბინების 
ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთები 
და სხვადასხვა ბრენდის ტანსაცმელი, ეტიკეტის მოსაშორებელი სპეციალური დანა, 
ხელნაკეთი ქამარი, რომელშიც მოპარული ნივთებს მალავდნენ, ასევე, ქურთუკი, 
რომელშიც მოთავსებულია ნაქურდალის დასამალი ალუმინის ყუთი, მეხსიერების 
ბარათი, სადაც განთავსებულია სხვადასხვა პირის ბერძნული და ლიეტუვური 
დოკუმენტები, ფულის გადარიცხვების დოკუმენტები და მოპარული ლეპტოპი.

საქართველოს დაკავებულ მოქალაქეებს საფრანგეთის სსკ-ს 312-ე და 450-ე 
მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურად 
არაერთგზის ჩადენილ ქურდობას, მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციას და 
კრიმინალური დაჯგუფების წევრობას გულისხმობს.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ქართველმა და ფრანგმა 
სამართალდამცველებმა, საფრანგეთში მოქმედი ამავე ორგანიზებული 
დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ რამდენიმე წევრი ქურდობის ფაქტებზე 
ამხილეს, რომელთა დაკავების მიზნით გრძელდება ერთობლივი 
ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.

აღნიშნული კრიმინალური დაჯგუფების გამოვლენისა და მასშტაბური სპეცოპერაციის 
დაგეგმვის მიზნით, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, 
საფრანგეთის ჟანდარმერიამ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ერთობლივი 
ოპერატიულ-საგამოძიებო სამუშაოები განახორციელეს. საქართველოს შინაგან 
საქმეთა სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული ქართული ორგანიზებული 
დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების იდენტიფიცირებასა და მათი კრიმინალური 
კავშირებისა თუ კრიმინალური სტატუსის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის 
მოპოვებაში.

საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს 
ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით, ქართველი 
სამართალდამცველები აქტიურად თანამშრომლობენ უცხოელ კოლეგებთან.

საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შინაგან 
საქმეთა სამინისტრომ 2018 წლიდან დღემდე, ფრანგ, ბერძენ, ესპანელ და 
პოლონელ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 20 მასშტაბური 
ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა, რომელთა შედეგად, მძიმე დანაშაულების 
ბრალდებით დაკავებულ იქნა საქართველოს 137 მოქალაქე, მათ შორის 9 ე.წ. 
„კანონიერი ქურდი“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge