1-3 მარტს საქართველოში ცივი, დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება
- საზოგადოება
- 01.03.2019
- 14:21
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-3 მარტს საქართველოში შენარჩუნდება ცივი, დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
4 მარტს გამოიდარებს, ნალექი შეწყდება, ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დაბლობსა და ბარში -3, შიდა ქართლში შესაძლებელია -9 გრადუსამდე, დღისით კი +12, +14 გრადუსამდე დათბება.
თბილისში 2-3 მარტს მოსალოდნელია მცირე ნალექი, ხოლო 4 მარტს უნალექო ამინდი იქნება. 1-3 მარტს დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსის ფარგლებში იქნება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200