png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

"დღეს შემოსულმა მატარებელმა ერთმანეთს ჩინეთი, შუა აზიის, კავკასიის და ევროპის ქვეყნები დააკავშირა" - ძიაო ჰუი სინი

  • ეკონომიკა
  • 13.12.2015
  • 15:00
"დღეს შემოსულმა მატარებელმა ერთმანეთს ჩინეთი, შუა აზიის, კავკასიის და ევროპის ქვეყნები დააკავშირა" - ძიაო ჰუი სინი

"ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პერიოდი ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობების განვითარების ისტორიაში ყველაზე საუკეთესოა. ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობის“, - ამის შესახებ ჩინეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ძიაო ჰუი სინიმ ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან გამოსული პირველი სატრანზიტო მატარებლის საქართველოში შემოსვლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
"პირველ რიგში, მინდა გულითადად მოგილოცოთ, რომ ჩინეთიდან შუა აზიის, კასპიის ზღვის რეგიონის და კავკასიის გავლით ევროპის მიმართულებით წარმატებით ჩამოვიდა სატვირთო მატარებელი. ეს ორი წლის წინ ჩინეთის პრეზიდენტის მიერ წამოყენებული ინიციატივის შედეგად მიღებული ძალიან მნიშვნელოვანი რეზულტატია. მინდა ჩინეთის საელჩოს სახელით საქართველოს მადლობა გადავუხადო ამ პროექტის განხორციელებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის. მინდა განსაკუთრებით ავღნიშნო მატარებლის დღეს შემოსვლის მნიშვნელობა - მან დააკავშირა ჩინეთი, შუა აზიის ქვეყნები, კავკასიის და ევროპის ქვეყნები ერთმანეთს. ეს მომავალში მოგვცემს ბევრ შესაძლებლობას, რათა კიდევ უფრო განვავითაროთ ურთიერთობები", - განაცხადა ძიაო ჰუი სინიმ. 
ჩინელი დიპლომატის თქმით, "აბრეშუმის გზის" ეკონომიკური სატყლის პროექტის ფარგლებში სარტყლის გასწვრივ მდებარე ქვეყნებს შესაძლებლობა ექნებათ, უკეთ განავითარონ ეკონომიკა, სოციალური მდგომარეობა და ამ ქვეყნებში იყოს მშვიდობა. მისივე შეფასებით, საქართველოს გავლით ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი გზა უმოკლესი და ყველაზე იაფია, რომელიც ძველ აბრეშუმის გზაზე გადის.
"ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პერიოდი ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობების განვითარების ისტორიაში ყველაზე საუკეთესოა. ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობის განვითარებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს უპირატესი გეოგრაფიული მდებარეობა. საქართველოს გავლით ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი გზა არის უმოკლესი და ყველაზე იაფი, რომელიც ძველ აბრეშუმის გზაზე გადის. განსაკუთრებით აღსანიშნავია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარებით არსებული მიმოსვლის შედეგები", - აღნიშნა ჩინეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა. 
ძიაო ჰუი სინიმ აქვე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველო რეგიონში პირველია, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge