ავსტრიაში გაუჩინარებული ქართველი სტუდენტი, იტალიაში იპოვეს
- საზოგადოება
- 01.03.2019
- 15:46
ქართველი სტუდენტი ანრი ლომიძე, რომელსაც ავსტრიაში ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, იტალიაში იმყოფება. ის ფლორენციაში იპოვეს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ანრი ახლა ჯანმრთელადაა და თავს კარგად გრძნობს. თუმცა, გაირკვა ისიც, რომ ის გზაში ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ანრი იტალიაში მცხოვრებ დედასთან მიდიოდა. საქართველოს პოლიციის ატაშეს მეშვეობით ინფორმაცია სტუდენტის ოჯახს უკვე მიაწოდეს.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ლომიძე გასულ კვირას გაუჩინარდა, 26 თებერვლის შემდეგ მას საქართველოს საელჩო და ავსტრიის პოლიცია ეძებდნენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200