დადიანების სასახლის ერთ-ერთ დარბაზში ჭერი ჩამოინგრა
- საზოგადოება
- 01.03.2019
- 16:04
დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის სასადილო დარბაზის ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად მე-19 საუკუნის ჭურჭელი დაზიანდა. ჭერის ნაწილის ჩამონგრევის გამო, არავინ დაშავებულა.
არსებული ინფორმაციით, წინასწარი დათვალიერებით, დაზიანებული ექსპონატების რესტავრაცია შესაძლებელია. დადიანების მუზეუმში თბილისიდან რესტავრატორთა ჯგუფს ელოდებიან.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200