კენიაში პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა - დაიღუპა 5 ადამიანი
- მსოფლიო
- 04.03.2019
- 13:46
კენიაში ვერტმფრენი ჩამოვარდა. დაიღუპა სულ მცირე ხუთი ადამიანი - ოთხი ამერიკელი ტურისტი და ადგილობრივი კაპიტანი.
ამერიკელი ტურისტები ტურკანის ეროვნულ პარკში იმყოფებოდნენ და ნაირობიში ორი ვერტმფრენით ბრუნდებოდნენ, რომელთაგან ერთი უცნობი მიზეზებით ჩამოვარდა. ამის შესახებ Standard Digital-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ვერტმფრენი კენიის პრეზიდენტს უილიამ რუტოს ეკუთვნოდა.