png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გავაგრძელებ დავას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რადგან ის, რაც ჩვენს წინააღმდეგ მოხდა სცილდება ყოველგვარ ზღვარს - მამუკა ხაზარაძე

  • ეკონომიკა
  • 04.03.2019
  • 14:11
გავაგრძელებ დავას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რადგან ის, რაც ჩვენს წინააღმდეგ მოხდა სცილდება ყოველგვარ ზღვარს - მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე "თიბისი" ბანკის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ მან განცხადება, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

"თიბისი" ბანკის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ის უნდობლობას უცხადებს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს და მის მოადგილესაც. მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც მოითხოვს.

„მე ვაგრძელებ დავას ეროვნული ბანკის და  პროკურატურის წინააღმდეგ. მე გავაგრძელებ დავას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. იმიტომ, რომ მე ვთვლი, რომ ეს, რაც ჩვენს წინააღმდეგ მოხდა სცილდება ყოველგვარ ნორმას, ზღვარს და ა.შ. საქართველოში ჩამოსული იყო ძალიან ბევრი დელეგაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. არ დარჩენილა  არც ერთი ევროპული ელჩი, ან ბანკის პირველი პირები, ან მეორე  პირები რომლებიც არ ჩამოვიდნენ და არ შეხვდნენ ეროვნულ ბანკს. ისინი ეუბნებოდნენ, რომ ესეთი მიმართულებით ამ საკითხის განვითარება არ შეიძლება და ამ ფორმატში ანაკლიის შეთანხმებას ხელს არ მოაწერდნენ. მე დაგანახეთ, რომ არც ბანკს ვეფარები და არც  ანაკლიას. მე გადავდექი, რომ არ ჩამეყენებინა ბანკი მძიმე მდგომარეობაში მაგრამ, როგორც მიდის ახლა პროცესები და თქვენ იცით, რომ დამთავრდა უკვე ყველა შესწავლა უკვე ყველა ბანკის მიერ და 600 მილიონს უნდა მოვაწეროთ ხელი მაისი-ივნისის თვეში.

მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ჩვენი მონაწილეობით ამ სიტუაციაში მოხდეს ამ კონტრაქტის დახურვა. არ მინდა გამიგოთ, რომ ეს რაღაც ებმემა რაღაცას, ან ამას ვიყენებ რაიმე თავდაცვის მექანიზმად. მე მინდოდა მთელი სურათი მეჩვენებინა თქვენთვის. სრულ უნდობლობას ვუცხადებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და მისი მოადგილის კომპეტენციას და მინდა რომ დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. და მეორე, მოვითხოვ შეიქმნას სპეციალური კომისია სადაც ყველა იმ წერილს, დეტალს  და კიდევ ბევრ ნიუანსს უკვე გაგაცნობთ და ჩაგაყენებთ საქმის კურსში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge