მთაწმინდაზე სროლის ხმა ისმოდა
- სამართალი
- 05.03.2019
- 10:03
თბილისში, მთაწმინდაზე, გუშინ სროლის ხმა ისმოდა. ვეჯინისა და ბესიკის ქუჩებზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ორმხრივი სროლის შედეგად ავტომობილი დაზიანდა.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ვეჯინის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის დაყაჩაღებას გეგმავდა, ადგილზე მისულ პოლიციელებს კი ცეცხლი გაუხსნა. პოლიციელებმა საპასუხოდ ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაკავებულია ერთი პირი. საქმეზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200