png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

თუ მუქარის წერილი არსებობს, მექნება რეაგირება - ნინო ლომჯარია

  • საზოგადოება
  • 05.03.2019
  • 14:01
თუ მუქარის წერილი არსებობს, მექნება რეაგირება - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის ოფისი თიბისი ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ განცხადებებს შეისწავლის. ამის შესახებ  სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ  განაცხადა.

ნინო ლომჯარიას თქმით, მასთან უშუალო შეხვედრის დროს რაიმე მუქარის შემცველი წერილის არსებობის შესახებ არც მამუკა ხაზარაძეს და არც ბადრი ჯაფარიძეს არ უსაუბრიათ და ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ მედიის საშუალებით მოისმინა. „წერილთან დაკავშირებით, თუკი მსგავსი რამ არსებობს, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება და, რა თქმა უნდა, მექნება რეაგირება, არ ვიცი, ეს იქნება პირადი შეხვედრის ფორმით, თუ სხვა ფორმით. - თქვა ნინო ლომჯარიამ.

„მე შევხვდი მამუკა ხაზარაძესა და მის პარტნიორს, ბადრი ჯაფარიძეს. ვისაუბრეთ ამ საკითხების გარშემო. ვფიქრობ, რაც ჩვენ მოვისმინეთ როგორც შეხვედრის დროს, ასევე გუშინ საპარლამენტო-საკომიტეტო განხილვაზე, ნამდვილად არის ის საკითხები, რაც ექცევა ადამიანის უფლებების დაცვის ქვეშ, ამიტომ სახალხო დამცველმა და ჩვენმა ოფისმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ ამ საკითხის შესწავლა რამდენიმე მიმართულებით. თუმცა, ამ ეტაპზე გვჭირდება დამატებითი ინფორმაციები შესაბამისი უწყებებიდან. ამის შემდეგ უკვე ჩამოვყალიბდებით კონკრეტულად რა მიმართულებით შეიძლება წავიდეთ. ასევე არ გამოვრიცხავთ, ვიფიქროთ, იყო თუ არა დისკრიმინაციული მიდგომა ამ პირების მიმართ სახელმწიფო უწყებების მხრიდან, თუმცა ამისთვის გვჭირდება დამატებითი ინფორმაცია და უკვე დაწყებული გვაქვს  ინფორმაციის მოძიება. როდესაც შევხვდით მამუკა ხაზარაძეს, წერილის ფაქტი არ უხსენებია, ჩემთვისაც გუშინ გახდა მედიის საშუალებით ცნობილი და ყველანი ველოდებით, რომ შესაბამისი მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი. ასევე მზად ვარ, რომ ამ შესწავლის პროცესში გავეცნობი წერილს, თუკი ასეთი არსებობს, მათ შორის იმ ფორმით, რა ფორმითაც ისურვებს თავად განმცხადებელი”,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge