primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
24 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
24 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

პროკურორებო და მოსამართლეებო, აგიხსნით, რატომ გაფურთხებთ ხალხი სახეში - გიგი უგულავა

  • პოლიტიკა
  • 06.03.2019
  • 12:18
პროკურორებო და მოსამართლეებო, აგიხსნით, რატომ გაფურთხებთ ხალხი სახეში - გიგი უგულავა

მამუკა ხაზარაძის აფრიალებული წერილის არ გჯერათ? ნებისმიერს შეეძლო დაეწერა ხომ?! მაშ, მისმინეთ, პროკურორებო და მოსამართლეებო. ახლა აგიხსნით, რატომ გაფურთხებთ ხალხი სახეში, -წერს სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის, გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ხაზარაძემ სასამართლოში ამობეჭდილი წერილი მიიტანა, რომლის დაწერაც ყველას შეეძლო. 

უგულავა 2014 წლის ივლისის  მოვლენებს იხსენებს, როცა პროკურორმა მისი წინასწარი პატიმრობა მოითხოვა და წერილი წარადგინა, რომელიც მისივე თქმით, უგულავას მუქარის წერილი იყო საქმის მოწმის მისამართით.

"მამუკა ხაზარაძის აფრიალებული წერილის არ გჯერათ? ნებისმიერს შეეძლო დაეწერა ხომ?! მაშ, მისმინეთ, პროკურორებო და მოსამართლეებო. ახლა აგიხსნით, რატომ გაფურთხებთ ხალხი სახეში. მცირე მაგალითი საკუთარი გამოცდილებიდან. 2014 წლის 5 ივლისია. "კაპეზედან" სასამართლოში მიმიყვანეს. პროკურორი ჯერანაშვილი გირაოს დამძიმებას და წინასწარ პატიმრობას ითხოვს, მაგრამ ფორმალური საფუძველი ვერ გამონახა. უცბად საქაღალდიდან აძრობს რაღაც ფურცელს და ამბობს - ესაა მუქარის წერილი, რომელიც უგულავამ მოწმე გიორგი კაპანაძეს [რიჟა] ლონდონში "შავი კაცის" მეშვეობით გადასცა. გაოგნდა ყველა. ბრიტანეთის სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფარგლებში მოვითხოვეთ გამოძიება. მოსამართლე გოგინაშვილმა უდრტვინველად გაიზიარა "შავი კაცის" ვერსია. ასე დაიწყო ჩემი იძულებითი სამეცნიერო მივლინება. გოგინაშვილი აპელაციაში უვადოდ გამწესდა, ჯერანაშვილი თბილისის პროკურორის მოადგილე გახდა. შეკითხვა - იმ "შავი კაცის" წერილზე ჩემი ანაბეჭდი იყო? მუქარის ტექსტი უგულავების საგვარეულო სიგელზე იყო სისხლით ამოტვიფრული? რატომ იყო ის სარწმუნო და გახარიას ხაზარაძისისადმი წერილი საეჭვო? ხომ არაფერი გამოგიძიებიათ. გაგიგიათ რა არის ორმაგი სტანდარტი ან შერჩევითი სამართალი რა არის? გაინტერესებდათ რატომ გაფურთხებთ ხალხი სახეში? პასუხი მარტივია - თქვენ ეს დაიმსახურეთ,"- წერს უგულავა. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge