primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
24 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
24 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

"ევროპული საქართველო" პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას არ ესწრება

  • პოლიტიკა
  • 06.03.2019
  • 12:42
"ევროპული საქართველო" პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას არ ესწრება

"ევროპული საქართველო" პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას არ დაესწრება. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის მოხსენების დაწყებამდე, პარლამენტის წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

"იმის გამო, რომ „ევროპული საქართველოს“ აზრით, წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ მიმართა ამომრჩევლების მოსყიდვას, ცინიკურ მასობრივ მოსყიდვას, ძალადობასა და კრიმინალური სამყაროს დახმარებას, ხმის მიცემის ფარულობის მასობრივ დარღვევას, რიგ შემთხვევებში ბიულეტენების პირდაპირ ჩაყარას; იმის გამო, რომ ამის შედეგად დღემდე არავინ დასჯილი არ არის. მტკიცებუელბები სახეზეა და ვიდეოზეა აღბეჭდილი; იმის გამო, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ წინ წამოწია შავრაზმული, პროპუტინული ძალები, აწარმოა სიძულვილის და დაშინების კამპანია; იმის გამო, რომ  ამან შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს საზოგადოებას, დააზიანა ქვეყნის ავტორიტეტი; იმის გამო, რომ ზურაბიშვილი დღევანდელ თანამდებობაზე ამ პროცესის შედეგად არის მოხვედრილი და თავად იქცა ამ ყველაფრის სიმბოლოდ; ამ ყველაფერის გამო, „ევროპული საქართველო“ იყენებ უფლებას პოლიტიკური ბოიკოტის და არ დაესწრება ამ სხდომას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გუშინ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" განაცხადა, რომ ისინი არ აღიარებენ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციას და არ დაესწრებიან პრეზიდენტის გამოსვლას.

სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, საგარეო და საშინაო გამოწვევებზე, მათ შორის, საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის მქონე თემებთან დაკავშირებით ისაუბრებს. პრეზიდენტი აქცენტებს გააკეთებს ყველა მნიშვნელოვან თემაზე, მათ შორის იმ საკითხებზე, რომელთა მიმართაც განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოვლენ იმ ფრაქციათა თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც უმრავლესობაში და არც უმცირესობაში. მათი გამოსვლის შემდეგ უკვე გათვალისწინებულია უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერთა გამოსვლები.

პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, შეკითხვების ფორმატი გათვალისწინებული არ არის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge